იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 არამოსამართლე წევრის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. დეპუტატები დღესვე მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებს უყრიან კენჭს.
პირველ ტურში კანონმდებლებმა 35 კანდიდატიდან 12 შეარჩიეს, საიდანაც ორი ხმათა სრული უმრავლესობით ორი მესამედით უნდა აირჩიეს, ხოლო დანარჩენი 4 კი ხმათა უბრალო უმრავლესობით უნდა დაამტკიცდეს.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმცირესობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებაში მონაწილეობას არ მიიღებს, რის მიზეზადაც უმცირესობაში საბჭოს პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტების მცდელობას ასახელებენ.
ოპონენტების აზრს არ იზიარებენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ განხილვებში უმცირესობის მონაწილეობა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად ვერ დაკომპლექტდება, რადგან საპარლამენტო უმრავლესობას ხმათა ორი მესამედი არ გააჩნია.