სტუდენტები ,,უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გააპროტესტებენ. ისინი ილიას უნივერსიტეტიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე ცოცხალ ჯაჭვის გაკეთებას გეგმავენ.
ამის შემდეგ კი სტუდენტები განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლებენ და აქციას გამარტავენ. როგორც სტუდენტები განმარტავენ, მათ პროფესორ-მასწავლებლებიც შეუერთდებიან, რომლებიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს არ უჭერენ.
,,ჩვენი მიზანია სახელმწიფომ არ მიღოს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად და ამ პროცესში ჩარტული აღმოჩნდეს პროფესორები და ყველა კომპეტენტური პირი", - განაცხადა ჟურნალისტებთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა თამთა თხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებების თანახამად, უნივერსიტეტის რექტორს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.