ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. გახსნილია 60 ათასამდე საარჩევნო უბანი. არჩევნები ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის დასრულდება. ქვეყნის 75 მილიონი მოსახლეობიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 50,5 მილიონ ირანელს. მათ შორის 1,6 მილიონი ამომრჩეველი პირველად მიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
ირანის მოქალაქები არჩევნებში მონაწილეობას მსოფლიოს 96 ქვეყანაში განხსნილ 290 უბანზეც მიღებენ. საარჩევნო უბანი გახსნილია საქართველოში, ირანის საელჩოშიც.
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ყოველ ოთხ წელიწადში იმართება. მოქმედ პრეზიდენტს აჰმადინეჯადს ამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ქონდა, რადგან ის ორი ვადით მართავდა ქვეყანას.
არჩევნებისთვის სიაში 8 კანდიდატი იქნა შეყვანილი, თუმცა ორმა მათგანმა - ქვეყნის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მუჰამედრეზა არეფმა და პარლამენტის ექს-სპიკერმა ჰოლიამალი ხადიდ-ადელმა მოგვაიანებით უარი განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობაზე.
შესაბამისად, დღევანდელ არჩევნებში პრეზიდენტობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის. რეფორმატორული ფრთის წარმომადგენელი - როუჰანი, ოთხი კონსერვატორი - საგარეო საქმეთა ექსმინისტრი ალიკბარ ველაიატი, ტეირანის მერი მოჰამედბარეკ კალიფაფი, ირანის რევოლუციის დამცველთა კორპუსის ყოფილი სარდალი მოჰსეინ რეზაი და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი საიდ ჯალილი, პოსტისა და ტელეგრაფის ექსმინისტრი სეიდ მუჰამედ ყარაზი.
ექსპერტების განცხადებით, არც ერთი კანდიდატი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით არ სარგებლობს. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავარი ბრძოლა რეფორმატორების წარმომადგენელს რეუჰანსა და რომელიმე კონსორვატორ კანდიდატს შორის გაიმართება.
ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ჰომეინმა ირანელებს მაღალი აქტივობისკენ მოუწოდა. წინაწარი მონაცემებით, გამოცხადებამ, შესაძლოა, 60% შეადგიინოს. 2009 წლის არჩევნებზე ეს მაჩვენებელი 85% იყო.
ქვეყნის შსს-ს ინფორმაცით, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების ჩატარებაზე, ხელისუფლება სრულადაა მზად არჩევნების მაღალ დოინეზე ჩასატარებლად.
თუ არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს ხმების 50%-ზე მეტის მიღებას, მაშინ 21 ივნისს გაიმართება მეორე ტური. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მეორე ტურის გამართვის შესაძლებლობა საკმაოდ მაღალია.