ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადო ტყეში შტატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ხანძარი მძვინვარებს. ხანძრის შედეგად უკვე 360-ზე მეტი სახლი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ასოშიეითიდ პრესი" ავრცელებს. შტატის ხელისუფლებამ უკვე 38 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.
სახანძრო და სამაშველო სამსახური ხანძარს ამ დრომდე ვერ უკლავდება. ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ საევაკუაციო სამუშაო გაგრძელდეს. ოფიციალური პირების ვარაუდით გაიზრდება ასევე ხანძრის შედეგად კოლორადოს შტატისთვის მიყენებული ზარალის რაოდენობა.
სააგენტოს მონაცემებით, კოლორადოს სატყეო ხანძარი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს „ბლექ ფორესტსა" და „სამეფო ხეობაში", შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. უკანასკნელი დიდი ხანძარი შტატში შარშან გაჩნდა, 247 სახლი გაანადგურა და 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.