სირიელმა ამბოხებულებმა დამასკოზე სარაკეტო იერიში მიიტანეს და ქალაქის მთავარი საერთაშორისო აეროპორტის პარალიზება მოახდინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები და ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ.
ერთ-ერთი რაკეტა ასაფრენი ბილიკის მიმდებარედ აფეთქდა, რის გამოც აეროპორტის ადმინისტრაცია იძულებული გახდა რამდენიმე რეისი გადაედო.
გასულ წელს ამბოხებულებმა აეროპორტზე სახმელეთო იერიში მიიტანეს, მცირე ხნით ალყაში მოაქციეს და სახმელეთო კომუნიკაციას ჩამოაშორეს. კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული ესაა პირველი საარტილერიო იერიში, რომელიც ოპოზიციურმა ძალებმა განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ორ წელზე მეტია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, 80 ათასზე მეტი ადამიანი და იღუპა და 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები