ირანის ისლამური რესპუბლიკის სადაზვერდო სამსახური ბი-ბი-სის ირანის სამსახურის იმ ჟურნალისტებს ემუქრება, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობებს ლონდონში ასრულებენ. ამის შესახებ ბი-ბი-სის ჟურნალისტების ნათესავებმა განუცხადეს.
როგორც სამსახურის 15 თანამშრომლის ოჯახის წევრები აცხადებენ, მათ დაურეკეს თეირანის უწყებიდან და უთხრეს, რომ მათ ახლობლებს საფრთხე ემუქრებათ თუ ისინი ბი-ბი-სიზე მუშაობას არ შეწყვეტენ.
ჟურნალისტების ნათესავებს ირანში ჩამოართვეს პასპორტები, მათ პრობლემები შეექმნათ სამსახურებში, ხოლო ისინი, ვინც ბიზნესით არიან დაკავებული მუდმივად გაძლიერებული შემოწმებების ობიექტები არიან ირანის სხვადასხვა სამსახურების მხრიდან.
სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელობა მოუწოდებს ოფიციალურ თეირანს ჟურნალისტებისა და მათი ოჯახის წევრების დევნა შეწყვიტოს. ირანის სამაუწყებლო სამსახურის უფროსის თქმით, სააგენტო ფუნქციონირებას არ შეწყვეტს, რადგან ისინი ირანელებისთვის ინფორმაციის ერთადერთ ალტერნატიულ წყაროს წარმოადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები