ხვალ, 14 ივნისს, 11:30 საათზე ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება მორიგი მოსმენა თეა ქველაძის საქმესთან დაკავშირებით. 
ქველაძეს თბილისის მერიის წინააღმდეგ, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებაზე სარჩელი აქვს შეტანილი. სასამართლო პროცესს დაესწრება მოპასუხე მხარე, ქალაქ  თბილისის ვიცე-მერი, სევდია უგრეხელიძე.  ასევე, პროცესს დაესწრება ქალაქ თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფი.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები