გორის საოლქო პროკურატურაში იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ვახტანგ ბალავაძის დაკითხვა დასრულდა. როგორც დაკითხვის შემდეგ ბალავაძემ განაცხადა სამართალდამცავებს საპარლამენტო არჩევნების დღეს ხაშურში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჰქონდათ შეკითხვები. 
,,არჩევნების დღეს  ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოხდა ინციდენტი და მე ვიყავი დაბარებული მოწმის სტატუსით   და ჰქონდათ კითხვები ხომ არ მქონდა დამატებითი ინფორმაცია ამ ჩხუბთან  დაკავშირებით და განვუმარტე, რომ პირადად ამ ჩხუბს არ შევსწრებივარ", _განაცხადა ბალავაძემ.  
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ბალავაძე 14:00 საათიდან იკითხებოდა.