გურამ დონაძე პროკურატურაში დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი პროკურატურაში ამწუთებში იმყოფება.გავრცელებული ინფორმაციით უწყებაში დონაძისათვის აყენებული ბრალის შეცვლა მიმდინარეობს. საუბარია ბუტა რობაქიძის საქმეზე.
დაუზუსტებელი ინფორმაციით პროკურატურამ აშშ-დან უკვე მიიღო რობაქიძის მკვლელობაზე გავრცელებულ ვიდეომასალზე ექსპერტიზის დასკვნა და ბრალის დამძიმებაც სავარაუდოდ ამ დასკვნას უკავშირდება.ბრალს დაუმძიმებენ ამ საქმეში სხვა ბრალდებულებსაც.