იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე გორის შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ვახტანგ ბალავაძე 15.00 სათზეა დაკითხვაზე დაბარელებული. ნადირაშვილის თქმით მისთვის უცნობია რა თემაზე დაკითხავენ ბალავაძეს.
„ეს არის გაგრძელება იმ მოვლენების, რაც ხდება. დღეს სამტრედიაში ჩვენს წევრებზე იყო ზეწოდა და ბალავაძის დაბარებაც პროკურატურაში ამის გაგრძელებაა",-განაცხადა ნადირაშვილმა .