დღეს, 9 მაისის ქ. #8-ში დევნილებისთვის რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის უფროსი პროგრამ-ოფიცერი რიტა რიხტერი, რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი დავით ჭყონია დაესწრნენ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით გაეროს უმაღლესმა კომისარიატმა რუსთავში დევნილებისთვის რამდენიმე ობიექტის რეაბილიტაცია მოახდინა. მათ შორისაა ლესელიძის #52-ა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 50 ოჯახი ცხოვრობს; ლომოურის #6, სადაც 22 დევნილი ოჯახი ცხოვრობს; შარტავას #4, სადაც 57 ოჯახი ცხოვრობს და 9 მაისის #8, სადაც 22 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
აღნიშნულ ობიქტები დევნილებს საკუთრებაში გადაეცეათ. დაკანონების პროცესი დაწყებულია. დევნილთა ნაწილს ფართები უკვე დაუკანონდა.
აღნიშნულ ობიექტებში 17 წელია, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. ფართები სრულად გარემონტდა. შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, მოწესრიგდა საერთო ფართები, სველი წერტილები და დამონტაჟდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ინდივიდუალური მრიცხველები.