ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მაოდგილის და გამგეობის სამსახურის უფროსების დაკავებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი ეხმაურება. მისი თქმით საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოების დაფინანსებაზე გამოყოფილი თანხა, რომელზედაც მათ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ედავება, უშუალოდ მისი ინიციატივით მოხდა. ხიდაშელის განცხადებით მან თავად სთხოვა პრემიერ- მინისტრს გამოყოფილიყო თანხა რადგან საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი სახლების გადახურვა მოეხდინათ. ხიდაშელი ამბობს რომ თუ აღნიშნული ქმედება კანონდარღვევაა ის თავად იყო ამ ინიციატივის ხელშემწყობი და თავადაც უნდა დაიბარონ დაკითხვაზე.
„ყველა თეთრის დახარჯვაზე მე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მხრიდან ვიყავი საქმის კურსში. აღნიშნული თანხა იხარჯებოდა მიზნობრივად. მე მივმართავ საგამოძიებო ჯგუფს, მე ვუდგები თავდებში დაკავებულ პირებს, რათა მოხდეს მათი გადავისუფლება, ხოლო როცა ჩატარდება სასამართლო პროცესი დარწმუნებული ვარ სასამართლო ამ ადამიანებს გაამართლებს რადგან მათ კანონდარღვევა არ ჩაუდენია და თუ რაიმე კითხვები კვლავ არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საგამოძიებო ჯგუფმა მე დამკითხოს რადგან მე ვარ აღნიშნული პროექტის ავტორიც და შემსრულებელიც", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ საქათველოს ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონული მუნიციპალიტეტის გემგებელი, გამგებლის მოადგილე და გამგეობის სამსახურების უფროსები დააკავეს.