საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეორე ტურში გადასული არამოსამართლე წევრების ვინაობა ცნობილია. გოჩა მამულაშვილი, ნინო ბექაური, ვახტანგ თორდია, ევა გოცირიძე, ეკატერინე გასიტაშვილი, კახაბერ სოფრომაძე, ლევან ხეცურიანი მამაუკა სონღულაშვილი, გია მეფარიშვილი, მადი ჩანტლაძე, როინ მიგრიაული და დავით სულაქველიძე. ეს ის არამოსამართლე პირები არიან რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეორე ტურში გადავიდნენ, ხოლო მეორე ტურში გადასული თორმეტი პიროვნებიდან ვაკანტურ თანამდებობაზე ექვსი დაინიშნება.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრებად ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიძე, მერაბ ჩიქროვანი, გიორგი ტურაზაშვილი და გიორგი გიორგაძე აირჩიეს.