განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველო-რუსეთის ორასწლოვანი კონფლიქტის შესახებ მომზადებული ვებგვერდის პრეზენტაციას დაესწრო და ამავე თემაზე გამართულ კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება ორგანიზაცია "საქართველოს დეპუტატთა კლუბი - 28 ოქტომბერი" ინიციატივით განხორციელდა და მასში მონაწილეობდნენ ექსპერტები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, მედიისა და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები.
დღეიდან ინფორმაცია საქართველო-რუსეთის ორასწლოვანი კონფლიქტის შესახებ მოსახლეობას შეეძლება იხილოს შემდეგ ვებგვერდზე: წწწ.200.ორგ.გე , სადაც განთავსებულია ამ მოვლენის ამსახველი ვრცელი ინფორმაცია და დოკუმენტური ფოტო-მასალა.