დნეპროპეტროვსკში 63 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" აკაკი ბილანიშვილი დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში კაკოს ან კშუვის ზედმეტსახელადაა ცნობილი.
ოთხჯერ ნასამართლევ ბილანიშვილს, რომელმაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დაახლოებით 14 წელი გაატარა და რომელიც წარმოშობით საგარეჯოდანაა, როგორც "კანონიერ ქურდს" შეეფერება არასოდეს ჰქონია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
უკრაინელი სამართალდამცავების ინფორმაციით, ბილანიშვილი ქვეყნის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი წელი უკანონოდ იმყოფებოდა. როგორც კი სამართალდამცავებისათვის მისი ადგილმდებარეობა გახდა ცნობილი , ის დააკავეს და "კიევი-თბილისის" რეისით სამშობლოში გამოადეპორტეს.
მას უკრაინის ტერიტორიაზე ჩასვლა უახლოესი 5 წლის განმავლობაში აკრძალული აქვს.