სამხედროების კვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი სამსახურიდან გაათავისუფლეს, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრილების შემდეგ.
ალასანიას განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკვებით 160 სამხედრო მოსამსახურე მოიწამლა, სინამდვილეს არ შეესაბამება და რეალურად, სულ 11 ჯარისკაცი იყო მოწამლული.
„არ არის 160 სამხედრო მოსამსახურე მოწამლული. ბოლო მონაცემებით, დასახელდა 11 ჯარისკაცი. ახლა არის შემოწმება, რომ დადგინდეს, თუ რამ გამოიწვია მოწამლვა. მიუხედავად იმისა, რომ მოწამლვას ფართო მასშტაბები არ აქვს, მივიღე გადაწყვეტილება და თანამდებობიდან გადავაყენე ის, ვინც კონკრეტულად პასუხისმგებელია სამხედროების კვების უსაფრთხოებაზე. ასევე შეიცვლება მთლიანად კვების მენეჯმენტის ფუნქცია, ვინც კვებავს ჩვენს სამხედროებს. თავდაცვის სამინისტროსთვის ჯარისკაცის კვებით უზრუნველყოფა საკუთარი შვილის უზრუნველყოფის ტოლფასია. ეს არის უმთავრესი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული,"- განაცხადა ალსანაიამ.