მიმდინარე თვის პირველ რიცხვებში ხმელთაშუა ზღვის ერთ ერთ კუნძულზე, კონსპირაციის ყველაზე მკაცრი ზომების დაცვით დიდი ქურდული შეკრება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თანამედროვეობის ყველაზე გავლენიანმა 50-ზე მეტმა "კანონიერმა ქურდმა" მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
აღნიშნული შეკრება იმდენად დიდი მნიშვნელობის იყო, რომ იქ მიღებული გადაწყვეტილებები მთელი ქურდული სამყაროსათვის უახლოეს მომავალში შესაძლოა მოქმედებების განმსაზღვრელი გახდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, "უმაღლეს დონეზე" ამ შეკრების გამართვის ორგანიზატორი 44 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი ედუარდ ასატრიანი იყო, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "ოსეტრინა"-ს ან "ედიკ ტბილისსკის" ზედმეტსახელად იცნობენ.
"ყრილობის დელეგატები" მხოლოდ "კანონიერი ქურდები" იყვნენ, რომლებიც სხვა და სხვა მიზეზების გამო იძულებულნი არიან რუსეთის ფარგლებს გარეთ იცხოვრონ. კერძოდ, შეკრებას ესწრებოდნენ: მერაბ ჯანგველაძე, ვაჟა ბიგანიშვილი, როbიზონ არაბული და გივი გორდელაძე, რომელსაც ეს შეკრება მიჰყავდა კიდეც.
აღნიშნულ შეკრებაზე მიწვეულნი იყვნენ ე.წ. დედ ჰასანის კლანის წარმომადგენლები, მათ შორის სლავური წარმოშობის ე.წ. კანონიერი ქურდები, თუმცა მათ ამ შეკრების იგნორირება მოახდინეს. თუმცა სწორედ ე.წ. კანონიერი ქურდების ამ კოჰორტის ზოგი საქციელის გამო იქნა მოწვეული ეს შეკრება.
კერძოდ, შეკრებაზე განიხილეს დედ ჰასანის კლანის გადაწყვეტილებას ბადრი კუღუაშვილისათვის ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსის შეჩერების შესახებ 2011 წელს.
შეკრების მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ ანალოგიური ზომა მიეღოთ ანუ "კანონიერი ქურდის" სტატუსი შეეჩერებინათ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ყოველივე ამაში მონაწილეობდა, მათ შორის როლანდ გეგეჭკორისა და მერაბ მზარელუას მიმართ. ასევე ძმებ ქარდავების მიმართ.
ამას გარდა, "ქურდული სამიტის" დღის წესრიგის ერთ ერთ მთავარ საკითხად მოსკოვში ახლახანს მომხდარი ინციდენტი იდგა, რომლის დროსაც დედ ჰასანის კლანის წევრებმა ედუარდ ასატრიანი, გურამ ჩიხლაძე და რომიკ ჯაფაროვი საიდუმლო შეხვედრაზე დაიბარეს და სცემეს.
როგორც მოსალოდნელი იყო თავდამსხმელი მხარის ქმედებები მკაცრად გააკრიტიკეს: კრასნოდარელი კობა ძიძიშვილი, რომელის არ არის "კანონიერი ქურდი" და მან ხელი "კანონოიერ ქურდზე" ასწია - კანონგარეშედ გამოაცხადეს. მეორე კრასნოდარელი ქურდის ვადიმ ივანენკოს მიმართ, რომელიც ასევე მონაწილეობდა "ასატრინას" ცემაში. შეკრებაზე გადაწყვიტეს, რომ "ყველა საკითხები მის მიმართ ჯერ კიდევ წინაა, თუმცა მას ქურდად არც არავინ მიიჩნევდა აქამდე".
აღნიშნული შეკრების შედეგად, კრასნოდარის მხარე, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარეთაგანი ისევე როგორც მთელი სამხრეთი, რომელიც ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში დედ ჰასანის გავლენის ქვეშ იყო, ახლა მთლიანად მისი ყოფილი ოპონენტების გავლენის ქვეშ გადავიდა.
ამას გარდა, შეკრებილებმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს - ჩატარდეს ყველა იმ ადამიანის რევიზია, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის წინ "ქურდად აკურთხეს". ამასთან დაკავშირებით, მათ დაადგინეს - არ ჩაითვალონ "კანონიერ ქურდებად" ის ადამიანები, რომლებმაც ეს ტიტული ტელეფონით, ე.წ. სმს-ით ან სკაიპით მიიღეს და პირადად არ ესწრებოდნენ იმ შეკრებებს სადაც მათ კანდიდატურებს ამტკიცებდდნენ. ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ახლადმიღებული ეს ზომა მიღებულია დედ ჰასანის კლანის ახადშეძენილი წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ტრადიციების უგულვებელყოფით "წმინდა რიტუალებს ონლაინ რეჟიმში ატარებდდნენ".
ამას გარდა, ამ შეკრებაზე "ყველა კანონის დაცვით" ქურდულ ოჯახში ხუთიდან რვა ახალი წევრი მიიღეს: არტემი, ბონდო, გოგა თორაძე და დათო ჯანგიძე. ამას გარდა, ამავე შეკრებაზე თავისი საკითხი საბოლოოდ დახურა ცნობილმა ქურდმა დავით გუბლიამ, ზედმეტსახელად "დუკამ", რომლის სტატუსიც მრავალი წლის განმავლობაში კონფლიქტის გამო შეჩერებული იყო.
აღნიშნული შეკრების მონაწილეები მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობის საკითხზე არ ღელავენ, ისინი მზად არიან დაიცვან ისინი ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელიც გაბედავს და თანამედროვეობის 50-ზე მეტი "კანონიერი ქურდის" გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ დააყენებს.