ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კომპანია „პეგასუს ფარმაცევტიკალ გრუპის" თანამშრომელი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე ვეივეი ჟენგი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული საგადასახადო დოკუმენტაციის გარეშე ყიდდა დიდი ოდენობის ღირებულების სხვადასხავა სამშენებლო მასალას და სამედიცინო ტექნიკას. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული მასალა და ტექნიკა განკუთვნილი იყო იმ საინვესტიციო პროექტისთვის, რომლის ფარგლებშიც ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის რეაბილიტაცია „პეგასუს ფარმაცევტიკალ გრუპს" უნდა განეხორციელებინა.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2003 - მიხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.