გურამიშვილის გამზირზე ,,პრივატბანკის" სერვისცენტრი დააყაჩაღეს. ბანკში მამაკაცი შეიჭრა და ფულის წაღება სცადა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები დროულად მივიდნენ, მაგრამ მძარცველის დაკავება ვერ მოახერხეს. როგორც ჟურნალისტებთან ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა განაცხადა მძარცველბა ბანკიდან ფულის წაგება ვერ მოახერხა.
,,ბანკში ერთი პიროვნება შევიდა ყაჩაღობის მიზნით, რომელმაც ფულის წაგება ვერ მოახერხა და მიიმალა შემთხვეის ადგილიდან", -განაცხადა ბესელიამ.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.