ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული აჟდარ ქერიმოვი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა სოფელ შულავერში სამეწარმეო საქმიანობისათვის ტერიტორიის გამოყოფისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით 300 ლარი აიღო.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338- ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.