,,ციხეებში მეტი ყურადღება რასაც მიექცევა ეს იქნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება", - განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელიც ,,რადისონში" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ანგარიშის პრეზენტაციას ესწრება.
,,თავიდან როცა მოვდიოდი ვამბობდი, რომ სისტემა უნდა გაადამიანურდეს. უნდა იყოს წესრიგი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს არაადამიანური და წამებაზე აგებული სისტემა. მისიის მთავარი განაცხადი შევასრულე. დღეიდან უკვე მეტი ყურადღება რასაც მიექცევა ეს იქნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რადგან ინფრასტრუქტურა თუ არ გაუმჯობესდა არასოდეს არ გვექნება ისეთი ციხეები, როგორიც არის ცივილიზებულს სამყაროში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.