,,რადისონში" მიმდინარე მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარედ მამუკა ახვლედიანი აირჩიეს. მამუკა ახვლედიანი მოსამართლეთა მე-10 კონფერენციამ აღნიშნულ თანამდებობაზე 195 ხმით აირჩია.
, 195 ხმით, ვიქენი არჩეული და მაღალი ნდობა გამომიცხადა სასამართლო კორპუსმა. ძალიან მნიშვნელოვანია და საპასუხისმგებლო თანამდებობაა, რადგან აქ ხდება მომავალი მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევა, მათი სწავლების პროცედურა და მათი დახასიათების გაცემა და პლუს მოქმედი მოსამართლეების გადამზადება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში", _განაცხადა ჟურნალისტებთან მამუკა ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარის თანამდებობაზე მამუკა ახვლედიანის სახით მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო წარდგენილი.