წუხელ, გვიან ღამით, გორის ცენტრში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ რესტორან ,,ძმობის დუქანში" ურთიერთშელაპარაკებისას 47 წლის შალვა არუნაშვილი დაჭრეს.
ის ცეცხლნასროლი დაზიანებებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ამ დროისთვის დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება ეჭვმიტანილს ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავების ინფორმაციით, მისი ვინაობა უკვე ცნობილია და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.