სასტუმრო ,,რადისონში" მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე იუსტიციის უამაღლესი საბჭო, ფარული კენჭისყრის მეშვეობით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს აირჩევს.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა დრეს უნდა მოხდეს ისეთი ორგანოების არჩევა, რომლებიც უარს ეტყვიან ყველაფერს იმას, რაც სასამართლოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
,,ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ავირჩიოთ ჩვენი კოლეგები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, უმაღლეს საბჭოში, ადმინისტრაციულ კომიტეტსა და სადისციპლინო კოლეგიაში. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა პერიპეტიები უძღოდა ამ ყველაფერს წინ, თუმცა მძიმე დღე გველის და ამაზე არ შევჩერდები. კარგად იცით, რომ ჩვენი რეფორმა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს და დღეს ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. რატომაა ეს ასე მნიშვნელოვანი დღეს? ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მთელი საზოგადოების ყურადღება დღეს ჩვენკენაა მომართული და ჩვენ ყველას, მათ შორის, ჩვენს თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ყოველგვარი ჩარევის გარეშე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი ორგანოები, რომლებიც გადამწყვეტ უარს ეტყვიან ყველაფერს იმას, რაც სასამართლოს ინტერესებს ეწინააღმდეგება", - განაცხადა კუბლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები