ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით გასამართლებული მარეკ დუდაევი თავისუფალია. დუდაევის გათავისუფელბა შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე მოხდა დუდაევს, 23 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა.
დუდაევს ამნისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა. დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში დააკავეს. 2005 წელს, სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.