შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის  სამი პირი: 1983 წელს დაბადებული ზურაბ გ, 1988 წელს დაბადებული ალექსანდრე ს. და 1971 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ.   დააკავეს. 
სამართალდამცველებმა ზურაბ გ. და ალექსანდრე ს. ახალციხეში, აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს. ალექსანდრე ს-ს პირადი ჩხრეკისას 0,0472 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მორფინი"  ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებისას ორივე ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა ნარკოტიკული საშუალება თეიმურაზ ხ-სგან შეიძინეს, რომელიც სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს. 
გამოძიება ზურაბ გ-ს და ალექსანდრე  ს-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით),  ხოლო თეიმურაზ ხ-ს მიმართ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები