ხვალ, 7 ივნისს, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციეbის წარმომადგენლებთან საბოლოო კონსულტაციებს გაივლის.
შეხვედრა დანიშნულია ხვალ, 14 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შეხვედრა პრესისთვის დახურულია, კომენტარები გაკეთდება შეხვედრის დასრულების შემდეგ.