თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია თავისუფალი ზონის ორ წევრს - დავით გოგოხიას და ფარნაოზ ჭკადუას ჯარიმის სახით 100-100 ლარის გადახდა დაეკისრათ.
ბრალდების მხარე მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე ედავებოდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს. საუბარი იყო, აქტივისტების მხრიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ხმამაღალ გინებაზე.
პროცესის დასრულების შემდეგ, თავისუფალი ზონის აქტივისტებმა, სასამართლოს ეზოს გარეთ ხანმოკლე აქცია გამართეს, სადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
საქართველოს პროფკავშირების სასახლეში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობა გუშინ გაიმართა, რომელსაც პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. პარალელურად გამართულ აქციაზე, აქტივისტები ცხინვალის რეგიონში მომხდარ მოვლენებს და ვანო მერაბიშვილის დაკავებას აპროტესტებდნენ.