შსს სასაზღვრო პოლიციის N 1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა კამერუნისა და ბანგლადეშის მოქალაქეები, რომლებიც 2013 წლის 5 ივლისს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლის II ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.