დღეს, 25 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს.
11:00 საათზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში მდებარე წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში ოკუპაციის მსხვერპლთა და რეპრესირებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.
12:00 საათზე სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის ძეგლს გვირგვინით შეამკობენ. სტუდენტური ანსამბლი იოსებ გრიშაშვილის ლექსზე "სიზმრად ვნახე საქართველო" შექმნილ სიმღერას შეასრულებს.
ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის ფოიეში დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) ისტორიის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინება.