დღეს, 25 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შემოქმედებითი კონკურსის "ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია" გამარჯვებულ მოსწავლეების დააჯილდოებს.
შეგახსენებთ, რომ შემოქმედებითი კონკურსი ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
მანამდე კი, 11:00 საათზე, შაშკინი სასტუმრო "მეტეხში" საქართველო-რუსეთის ორასწლოვანი კონფლიქტის შესახებ მომზადებული ვებგვერდის პრეზენტაციასა და ამავე თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრება. კონფერენციის ორგანიზატორია "საქართველოს დეპუტატთა კლუბი - 28 ოქტომბერი".