6-7 ივნისს სასტუმროში „Holiday Inn Tbilisi", საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „გზა ევროპული ინტეგრაციისკენ - სამართალდამცავი უწყებების როლი".
6 ივნისს, 9:30-ზე ღონისძიებას გახსნიან შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი.
კონფერენციას დაესწრება ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 20 ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.