შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ სიტუაციას და შსს-სა და ევროკავშირის მისიას შორის გაფორმებული მემორანდუმით ნაკისრ ვალდებულებებს.
აღნიშნულ შეხვედრაზე საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის როლს ქვეყანაში და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში