დღეს, 25 თებერვალს, 11:00 საათზე, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, 116-ე საჯარო სკოლის ინიციატივით, ეწყობა მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების ერთობლივი აქცია "დეოკუპაციის მარში~. A
აქცია-მსვლეობა დაიწყება 116-ე საჯარო სკოლიდან (იამანიძის 7) და დასრულდება გმირთა მოედანზე, სადაც გაიმართება ოკუპაციის დროს დაღუპულთა პანაშვიდი.
ამ დღესთან დაკავშირებით საგანგებოდ ჩამოტანილია მდინარე სუფსის წყალი, რომელიც გამოყენებული იქნება სასულიერო მსახურებისას.