საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ბერაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, რუსთავში შენობის ასაშენებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით, 2 000 აშშ დოლარი აიღო.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.