5 ივნისს, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმში" შემოვიდა კონტეინერი, რომლითაც შვეიცარიიდან საქართველოში შემოტანილ იქნა საქართველოს მოქალაქე ბ.ვ.-ის კუთვნილი ტვირთი (ავეჯი, ჭურჭელი, მეორეული მოხმარების ტანსაცმელი, წიგნები, მედიკამენტები და სხვ.). საქონლის დათვალიერებისას, სხვა ნივთებთან ერთად, აღმოჩენილ იქნა მედიკამენტები TRAMUNDIN - 77 აბი, ZALDIAR - 34 აბი, Tramal Tropfen (10ml) - 2 ფლაკონი და Tramadol-Mepha (10ml) - 1 ფლაკონი, რომლებიც, სავარაუდოდ, შეიცავენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. აღნიშნული მედიკამენტები დაილუქა და შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაეგზავნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს.
მასალის გამოყენების პირობები