დღეს, 25 თებერვალს, თბილისში საქართველო-აშშ-ის ქარტიის ფარგლებში შექმნილი ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სხდომა დაიხურება.
აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაციას სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეკონომიკურ და ბიზნესის საკითხებში ხოსე ფერნანდესი ხელმძღვანელობს.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიმდინარე ეკონომიკური საკითხების გარდა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინიციატივებიც განიხილება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-აშშ-ის ქარტიის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით სულ ოთხი სამუშაო ჯგუფია შექმნილი.
სხდომა 24 თებერვალს გაიხსნა.