საფრანგეთში დააპატიმრეს ორგანიზებულ დამნაშავეთა ქართული დაჯგუფების 40-ზე მეტი წევრი, - იტყობინება „Le Figaro". გამოცემის ინფორმაციით, ეს პოლიციის ყველაზე მსხვილი ოპერაციაა ეთნიკური დაჯგუფების წინააღმდეგ უკანასკნელი წლების განმავლობაში.
მაფიის წარმომადგენლები დააკავეს ერთდროულად რამდენიმე ქალაქში, მათ შორის: პარიზში, ლიონში და ნიცაში. სპეცოპერაციას წინ უსწრებდა ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი სამუშაო სამხილთა მოსაგროვებლად, რასაც ორი წელი დასჭირდა. დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის გარდა დაკავებულებს ბრალად ედებათ მრავალრიცხოვანი ბოროტმოქმედებანი, როგორიც არის: ძარცვა, რეკეტი, თაღლითობა და სხვ.