,,მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე პროკურორი მოსამართლეებს ფარულად ხვდება, -განაცხადა ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი აუცილებლად უნდა შეწყდეს
,,ის, რომ მე მოსამართლეებს პირადად ვხვდები და რაღაცას ველაპარაკები, ნამდვილად არ ეხება ქალბატონ იუსტიციის მინისტრს და აღმასრულებელ ხელისუფლებას, იმიტომ რომ მე ვარ უფლებამოსილი შევხვდე მოსამართლეებს და ჩემი მოსაზრება გავაცნო ამა თუ იმ საკითხზე. მე შემიძლია, ეს გავაკეთო ყოველ დღე, ყოველ კვირა და ა.შ. ის, რომ მე მოსამართლეებს ვესაუბრები, ნამდვილად არ არის იუსტიციის მინისტრის შეფასების საგანი. მეორე საკითხია აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს რამდენად აქვს უფლება მოსამართლეებს შეხვდეს და ასევე თავისი მოსაზრებები ჩუმად გაუზიაროს. აი, ეს, მე მიმაჩნია სწორედ მოსამართლეთა დამოუკიდებლობაში, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევად. მე და არა მხოლოდ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი შეხვედრები არსებობს, არამედ ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იციან, რომ პროკურატურიდან აქტიურობს ერთი, თუ რამდენიმე პროკურორი, რომლებიც მოსამართლეებს ხვდებიან და სწორედ არჩევნებთან დაკავშირებით რაღაცეებს ელაპარაკებიან", _განაცხადა კუბლაშვილმა.