დღეს, 25 თებერვალს, 15:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ქუთაისის სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს #N1 საჯარო სკოლაში შეხვდებიან. შეხვედრა აბიტურიენტთათვის 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობას ითვალისწინებს.
მოსწავლეთა კითხვებს ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები უპასუხებენ.
ქუთაისის სკოლების მასწავლებლებთან შეხვედრა 26 თებერვალს, 14:00 საათზე შედგება. ცენტრის წრამომადგენელ;ები მათ სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით მიაწვდიან ინფორმაციას და პედაგოგების კითხვებს უპასუხებენ.