ხვალ, 25 თებერვალს, ვანკუვერში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალ პროგრამაში ქართველი სპორტსმენი ელენე გედევანიშვილი ბიზეს "კარმენის" მუსიკის ფონზე იცეკვებს. სწორედ ამ დღეს გაირკვევა მედალოსნების ვინაობაც.
გედევანიშვილმა ფიგურული სრიალის მოკლე პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა. მან თავისი საუკეთესო შედეგი ერთი ქულით გააუმჯობესა და 61.92 ქულა აიღო.
მოკლე პროგრამა აზიელი სპორტსმენების დომინანტობით წარიმართა. პირველ ადგილზე სამხრეთ კორეელი, იუ ნა კიმი გავიდა, ხოლო მეორე ადგილი იაპონელმა, მაო აშადამ დაიკავა, მესამე პოზიციაზეა კანადელი ჯულიან როკეტი.