5 ადამიანი დაშავდა გლდანში აფეთქების შედეგად. შემთხვევა მე-5 მიკრორიონში დღეს დილით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება 9-სართულიანი სახლის მე-7 სართულზე გაზის გაროვებამ გამოიწვია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანების ხარისხი, სავარაუდოდ მძიმე არ არის.
აფეთქების ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
"დაზიანებულია მე-7 სართულის ორი საცხოვრებელი სახლი. ზიანი საკმაოდ დიდია. მიმდინარეობს გამოძიება და აფეთქების ზუსტი მიზეზები ცნობილი გახდება", - განაცხადა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ.