საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს, ლიტვის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა. შვიდივე ქართველი მაშინ აიყვანეს, როდესაც ბელორუსი - ლიტვის საზღვრის გადაკვეთას არალეგალური გზით ცდილობდნენ. სისხლის სამართლის საქმე ლიტველმა სამართალმდაცველებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღძრეს. დაკავებული ქართველებიდან არც ერთს დოკუმენტების შემოწმების დროს პასპორტში ლიტვაში შესასვლელად საჭირო შენგენის ვიზა არ აღმოაჩნდა. ლიტვის სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით წელს საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მცდელობისას საქართველოს 63 მოქალაქე დააკავეს.