3 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.
შსს-ს ინფორმაცით, შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწვეულ სტუმრებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ყველა იმ სოფლების შესახებ, სადაც რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების ინსტალაცია მიმდინარეობს.
აღნიშნულ შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში რუსი სამხედროების მიერ, ე.წ. „ადმინისტრაციული საზღვრის" გადაკვეთისთვის მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს.