შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ფოთის პორტის გავლით, მე-19 საუკუნის წიგნების უკანონოდ გატანის ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, ფოთის პორტის გავლით, ბელარუსიის მიმართულებით ღვინით დატვირთული სატვირთო მანქანა გადაადგილებოდა.
საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, ავტომანქანაში მე-19 საუკუნეში გამოცემული 20 ერთეული, წიგნი გამოვლინდა. მანქანის მძღოლს განემარტა, რომ წიგნები სიძველიდან გამომდინარე, შესაძლოა კულტურულ ფასეულობებს განეკუთვნებოდეს, შესაბამისად, ასეთი ნივთების გატანა მხოლოდ სპეციალური ნებართვითაა შესაძლებელი. ნებართვის უქონლობის გამო, წიგნების საზღვარგარეთ გატანა აღიკვეთა.