ეგვიპტეში დაკავებული ქართველები, რომელბიც პორნოგრაფიული ფილმის გადაღებისთვის ადგილობრივმა პოლიციამ აიყვანა გათავისუფლებულები არიან. ეგვიპტეში, სირიასა და ტუნისში საქართველოს ელჩის, არჩილ ძულიაშვილის ინფორმქაციით ინციდენტი ადგილობრივ „ტურისტულ პოლიციასთან" ამოწურულია. „ ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ჰურგადაში, წითელი ზღვის ერთ-ერთ კუნძლზე, სადაც ეგვიპტის პოლიციის ინფორმაციით მიმდინარეობდა ფოტო- სესია. გუშინ მოხდა მათი დაკავება. საელჩომ მიიღო ყველა შესაბამისი ზომები, შედგა საუბარი პოლიციასთან და ამ ეტაპზე ისინი გათავისუფლებულები არიან",-განაცხადა არჩილ ძულიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში პორნოფილმის გადაღებაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხურგადასთან ახლოს ერთ-ერთ კუნძულზე ათობით შიშველი ქალი და მამაკაცი შეამჩნიეს.
დადგინდა, რომ ისინი პორნოგრაფიულ ფილმს იღებდნენ და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. მსახიობები და გადამღები ჯგუფის წევრები დააკავეს და ეგვიპტის „ტურისტულ პოლიციას" გადასცეს. ახლა საქართველოს მოქალაქეებს წინ სასამართლო ელოდებათ.