ეგვიპტეში პორნოფილმის გადაღებაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხურგადასთან ახლოს ერთ-ერთ კუნძულზე ათობით შიშველი ქალი და მამაკაცი შეამჩნიეს.
დადგინდა, რომ ისინი პორნოგრაფიულ ფილმს იღებდნენ და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. მსახიობები და გადამღები ჯგუფის წევრები დააკავეს და ეგვიპტის „ტურისტულ პოლიციას" გადასცეს. ახლა საქართველოს მოქალაქეებს წინ სასამართლო ელოდებათ.
შეგახსენებთ, რომ თითქმის ყველა მუსლიმურ ქვეყანაში პორნოგრაფია ოფიციალურად აკრძალულია .