ხვალ, 25 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი მიმართულებები და ფუნქციები, რაც ითვალისწინებს მაქსიმალურ დახმარებას დიასპორული პოტენციალის გამოყენების საქმეში ქართული ბიზნესის განვითარებისთვის.