თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1960 წელს დაბადებული დავით შ. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „ჰეროინი"-ს შემცველი 49,2121 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს „ოპიუმი"-ს ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).