პატიმრობაში მყოფი ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს მხარდაჭერას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ე.წ „თამაზაშვილის საქმეზე" დაკავებულ 6 ყოფილ პოლიციელს, გოჩა ბაღათრიშვილს, გოჩა ჩიტაიას, ზაზა ჭაიას,გრიგოლ კვინიკაძეს, ვლადიმერ გამრეკლიშვილის და გივი კრავჩენკოს, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრის სიმამრის პირად შურისძიებას შეეწირნენ. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ სამაგალითო პოლიციელებს და მათ მხრებზე გადაირა მთელი საქართველოს მასშტაბით კრიმინალისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლამ. დღეს, როდესაც პოლიტიკური ნიშნით დევნა და მთავრობის წევრების, თუ მათი ნათესავების მხრიდან პირადი შურისძიების პრობლემა ასე მწვავედ დგას ქვეყანაში, როდესაც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ციხიდან გამოდიან და მათთან მებრძოლ პოლიციელებს იჭერენ, არ მიკვირს, რომ აღნიშნული 6 პოლიციელი პასუხისგებაში იქნა მიცემული. მე სრულ თანადგომას ვუცხადებ მათ და მათ ოჯახებს და იმედს გამოვთქვამ, რომ სამართლიანობა ბოლოს მაინც იზეიმებს", -აცხადებს მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 11 ოქტომბერს, გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილე ყოფილი სამართალდამცველები დააკავა .პოლიციელების დაკავების შესხეგ განცხადება მტავარ პროკურატურაში გაკეთდა."მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულები არიან: შსს-ის ყოფილი თანამშრომლები: გოჩა ბაღათრიშვილი, გოჩა ჩიტაია, ზაზა ჭაია, გრიგოლ კვინიკაძე, ვლადიმერ გამრეკლიშვილი და გივი გრავჩენკო. გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი", - განაცხადა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ. დაკავებული პირების დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა პირებმა თავარ პროკურატურასთან პრესკონფერენცია გამართეს და უწყება მათზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.
ამაჟამად დაკავებული პოლიციელები ამტკიცებენ, რომ პროკურატურის გამომძიებლებმა მათ რომ თამაზ თამაზაშვილის პოლიტიკური მოტივით დაკავებს თავიანთ თავზე აღება მოსთხოვეს.